weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

11:43 შაბათი, 30 დეკემბერი 2017

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო სანკტ-პეტერბურგში, სუპერმარკეტში მომხდარ აფეთქებაზე, რომლის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. საერთაშორისო ორგანიზაცია SITE Intelligence Group-ის ცნობით, ეს ინფორმაცია სააგენტო Amaq-მა გაავრცელა.

სააგენტოს ცნობით, სუპერმარკეტზე თავდასხმა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ჯგუფმა განახორციელა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა „ხალიფატის ჯარისკაცთა შენაერთმა“ მოათავსა.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 27 დეკემბერს მომხდარი აფეთქების სიმძლავრე 200 გრამი ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური იყო.

აფეთქება ტერაქტად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეაფასა. „სანკტ-პეტერბურგში ტერორისტული აქტი მოხდა. ხოლო სულ ახლახანს უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ტერაქტის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთა“, - განაცხადა პუტინმა სირიაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცების დაჯილდოების ცერემონიალზე.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს დაავალა, რომ ბანდიტების დაკავებისას კანონის ფარგლებში იმოქმედონ, თუმცა არ დაატყვევონ და ადგილზე გაანადგურონ, თუ ისინი საფრთხეს შეუქმნიან სამართალდამცავების სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას.

სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი, ან მეტი ადამიანის მკვლელობის მცდელობის მუხლით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]